Sunday, September 24, 2017

გაკვეთილის გეგმა ისტორიაში

თემა: ვახტანგ გორგასალი და მეხუთე საუკუნის საქართველო
მიზანი: გაეცნობიან ქართლის სახელოვან მეფეს ვახტანგ გორგასალს, იმსჯელებენ მეფის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე და იმ ღონისძიებებზე, რაც ქვეყნის აღორძინების საწინდარი გახდა.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:

აზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
 ·         ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს. განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურებში;
·    ·        ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებებს. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მათ შედეგებზე;
აზ. მეც.V-VI.8. მოსწავლეს შეუძლია  იმსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში.
 · ეპოქის შესაბამისად ასახელებს გამოჩენილ პიროვნებს, განსაზღვრავს მის სოციალურ სტატუსს (მაგ: მეფე, ვაჭარი, ხელოსანი, ბანკირი, მიწათმფლობელი, პრეზიდენტი, მეცნიერი და ა.შ.).

გაკვეთილის მსვლელობა:
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას და მიზანს (2 წთ)

აქტივობა 1: გონებრივი იერიში  (3 წთ)
მოსწავლეებს ვაჩვენებ მეფის სურათს და მივმართავ შეკითხვით თუ ახსოვთ რამე ვახტანგის მეფობასთან დაკავშირებით.
აქტივობა 2:  მინი ლექცია -  (5 წთ )

აქტივობა 3: ვიდეო  (თბილისის გაშენებაზე ) - ( 3 წთ )

აქტივობა 4:ტექსტზე მუშაობა  (10 წთ)

აქტივობა 5: ჯგუფებში მუშაობა (5  წთ )
მოსწავლეებს ჯგუფებში სამუშაოდ ვაძლევ სხვადასხვა საკითხებს.კერძოდ:
I ჯგუფი- საშინაო პოლიტიკა
II  ჯგუფი-სამეფოს გაფართოება
III  ჯგუფი- საეკლესიო მოწყობა
IV ჯგუფი- ირანელების წინააღმდეგ ბრძოლა

აქტივობა 6: პრეზენტაცია  (6 წთ)
 მოსწავლეები გამიკეთებენ ჯგუფებიდან პრეზენტაციას
აქტივობა7: თემის შეჯამება კითხვა-პასუხით (3 წთ)
აქტივობა 8: სიმღერის მოსმენა (3 წთ)
მოსწავლეებს მოვასმენინებ სიმღერას ვახტანგ გორგასალზე

საშინაო დავალება- რომ არა ვახტანგი (2 წთ) 
შეფასება: განმსაზღვრელი ./ საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით. ( 3 წთ)
რესურსები:                
                            

No comments:

Post a Comment