Sunday, October 22, 2017

1. პროექტის სახელწოდება  :
,,ბულინგი სკოლაში"

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები გაეცნობიან ძალადობას და მის სახეებს სკოლაში

3.პროექტის აქტუალობა :
სკოლებში განსაკუთრებით აქტუალურია ე.წ ბულინგის მოვლენა ანუ თანატოლებს შორის ჩაგვრა.ბულინგს დაშინებისა და დამორჩილების მიზნით იყენებენ და ის გავრცელებულია როგორც ვაჟებში ისე გოგონებში.ნებისმიერი ასაკის ბავშვი შეიძლება გახდეს,როგორც ბულინგის მსხვერპლი,ისე მისი ინიციატორი. ბულინგი არ არის მარტო საქართველოს სკოლების პრობლემა,ეს მთელი მსოლიოს პრობლემაა,რადგანაც მოზარდების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები, ერთმანეთის მსგავსია,რომელიც ხშირად ტრაგიკულადაც სრულდება.

4.პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლეების გათვითცნობიერება იმაში,რომ ძალადობა მათი კანონმდებლობით აღიარებული და გარანტირებული უფლებების ხელყოფაა და შესაბამისად დასჯადია.
5.მოსწავლეთა ასაკი:
VIII, IX, X, XI

6.ვადები/ხანგრძლივობა:
14 დღე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ნახატები,ფოტოები, ვიდეო-რგოლები საპრეზენტაციოდ . დისკუსია თემაზე ,, ბულინგი სკოლაში"

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტო აპარატი, ვიდეოკამერა

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება და შექმნა.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მოსწავლე იყენებს ისტ საშუალებებს მასალების შექმნის და პრეზენტაციის მიზნით. სამოქალაქო განათლება- მოიძიებს თემასთან დაკავშირებულ სიტუაციურ მაგალითებს და ამონარიდებს სისხლის სამართლის კოდექსიდან ძალადობის შესახებ

11. პროექტის ხელმძღვანელი  (მასწავლებელი)- თეა გერგედავა
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა-t.gergedava 3 @gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი-tea gergadava

Sunday, October 8, 2017

თემა: ვახტანგ გორგასალი და მეხუთე საუკუნის საქართველო
მიზანი: გაეცნობიან ქართლის სახელოვან მეფეს ვახტანგ გორგასალს, იმსჯელებენ მეფის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე და იმ ღონისძიებებზე, რაც ქვეყნის აღორძინების საწინდარი გახდა.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:

აზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
 ·         ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს. განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურებში;
·    ·        ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებებს. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მათ შედეგებზე;
აზ. მეც.V-VI.8. მოსწავლეს შეუძლია  იმსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში.
 · ეპოქის შესაბამისად ასახელებს გამოჩენილ პიროვნებს, განსაზღვრავს მის სოციალურ სტატუსს (მაგ: მეფე, ვაჭარი, ხელოსანი, ბანკირი, მიწათმფლობელი, პრეზიდენტი, მეცნიერი და ა.შ.).

გაკვეთილის მსვლელობა:
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას და მიზანს (2 წთ)

აქტივობა 1: გონებრივი იერიში  (3 წთ)
მოსწავლეებს ვაჩვენებ მეფის სურათს და მივმართავ შეკითხვით თუ ახსოვთ რამე ვახტანგის მეფობასთან დაკავშირებით.
აქტივობა 2:  მინი ლექცია -  (5 წთ )

აქტივობა 3: ვიდეო  (თბილისის გაშენებაზე ) - ( 3 წთ )

აქტივობა 4:ტექსტზე მუშაობა  (10 წთ)

აქტივობა 5: ჯგუფებში მუშაობა (5  წთ )
მოსწავლეებს ჯგუფებში სამუშაოდ ვაძლევ სხვადასხვა საკითხებს.კერძოდ:
I ჯგუფი- საშინაო პოლიტიკა
II  ჯგუფი-სამეფოს გაფართოება
III  ჯგუფი- საეკლესიო მოწყობა
IV ჯგუფი- ირანელების წინააღმდეგ ბრძოლა

აქტივობა 6: პრეზენტაცია  (6 წთ)
 მოსწავლეები გამიკეთებენ ჯგუფებიდან პრეზენტაციას
აქტივობა7: თემის შეჯამება კითხვა-პასუხით (3 წთ)
აქტივობა 8: სიმღერის მოსმენა (3 წთ)
მოსწავლეებს მოვასმენინებ სიმღერას ვახტანგ გორგასალზე

საშინაო დავალება- რომ არა ვახტანგი (2 წთ) 
შეფასება: განმსაზღვრელი ./ საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით. ( 3 წთ)
რესურსები:                
                            

Sunday, October 1, 2017

როგორ ვიმუშაოთ ბლოგში




ტექსტის დაწერა და გაფორმება ბლოგში ხდება იგივე ფორმით,როგორც ტექსტურ რედაქტორში.
სურათის ჩასმა

Add caption

ვიდეოს ჩასმა

გადანომრილი აბზაცები ანუ სია 


  1. ატო
  2. ნიკო
  3. ლიკა
  4. იკა
მარკირებული აბზაცები 
  • დათო
  • ნიკო
  • ლიკა
  • იკა